"ცეცხლის სრულ და ხანგრძლივ შეწყვეტას ხვალიდან ველოდებით იმისთვის, რომ დიპლომატიას მყარი საფუძველი მივცეთ. მკვლელობების გაჭიანურებას აზრი არ აქვს. ხუთშაბათს პუტინს თურქეთში პირადად მე ველოდები. იმედი მაქვს, რომ ამჯერად რუსები არ მოძებნიან მიზეზს, რატომ ვერ შეძლებენ მოსვლას"
- ამის შესახებ სოციალურ ქსელში უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი წერს.
შეგახსენებთ, რომ უპირობო და პირდაპირი მოლაპარაკებების გამართვა 15 მაისიდან თურქეთში, პუტინმა უკრაინას გვიან ღამით გამოსვლის დროს შესთავაზა.