ახალი სანქციების მუქარამ არ უნდა შეგვაშინოს; ვისაც შეეშინდება, ყველაფერს დაკარგავს | პუტინი

გამოქვეყნდა:

რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების მუქარამ არ უნდა შეგვაშინოს. თუმცა, აუცილებელია მათი შესაძლო შედეგების გააზრება და მზადყოფნა - ამბობს რუსეთის პრეზიდენტი პუტინი მოსალოდნელ ახალ სანქციებზე, რომელსაც ევროპა აანონსებს იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას არ დათანხმდება. 

"ახალი შესაძლო სანქციებით ვერ შეგვაშინებენ... შეშინება არ შეიძლება. ვინც შეშინებას იწყებს, ყველაფერს წააგებს. მაგრამ იმის გაგება რა შეიძლება მოხდეს, აუცილებლად საჭიროა.

მზად უნდა ვიყოთ ჩვენი მომავალი არაკეთილმოსურნეების ნებისმიერი ქმედებისთვის. ისინი თავის საზიანოდაც კი ბევრ რამეს აკეთებენ. იფიქრებ, რომ ამას და ამას ნამდვილად არ გააკეთებენ, რადგან ეს მათ ზიანს მიაყენებს, მაგრამ მაინც აკეთებენ, იდიოტები. ოჰ, მაპატიეთ" თქვა პუტინმა

ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა კრემლში "საქმიანი რუსეთის" ლიდერებთან შეხვედრაზე განაცხადა

 

იხილეთ:



 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი