ირაკლი ოქრუაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლას და დაპატიმრებას "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ ერთი ლიდერი ნიკა მელია ეხმაურება და წერს, რომ პოლიტიკური დევნისა და რეპრესიების ახალი ეტაპი დაიწყო:
"ამ წამს, წულუკიანთან არმისვლის გამო ირაკლი ოქრუაშვილი დაიჭირეს. ანუ მიზეზი არის, უნდოდათ და დაიჭირეს.
პოლიტიკური დევნისა და რეპრესიების ახალი ეტაპი გახსნილად გამოცხადდა
ღირს კი, ადგილობრივ თვითმმართველობაზე და ამათი სიგიჟის ნორმალიზაციაზე ფიქრი?!
პრინციპულობა, ნებისყოფა და გამძლეობა არის გზა, რომელიც მიგვიყვანს გამარჯვებამდე." წერს "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია.
ცნობისთვის, წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, 50 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული თავად მელიასაც.