"კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებით, არ აპირებს იმ გირაოს გადახდას, რომელიც წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო შეუფარდეს:
მე 20 მაისს მაქვს წინასასამართლო პროცესი წულუკიანის “კომისიის” საქმეზე, მაგრამ გირაოს გადახდა მიწევს ყველაზე გვიან - 7 ივნისს (50 დღე მომცა სასამართლომ და არა 30)
ყოველგვარი შეკითხვების გარეშე შემიძლია გითხრათ, რომ არანაირი გირაოს გადახდას არ ვაპირებ. არც იმათ მიმართ ვაპირებ საყვედურების გამოთქმას, ვინც სხვა გადაწყვეტილებას მიიღებს: პირადი გადაწყვეტილების საკითხია." წერს ნიკა გვარამია.
შეგახსენებთ, გირაოს გადაუხდელობის გამო, დღეს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობით შეუცვალეს ირაკლი ოქრუაშვილს.