სტამბოლში, უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების დაწყების დრომ დღის მეორე ნახევრისთვის გადაიწია

გამოქვეყნდა:

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებით, სტამბოლში, უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების დაწყების დრომ დღის მეორე ნახევრისთვის გადაიწია.

ზახაროვა ამბობს, რომ დროის შეცვლის ინიციატორი თურქული მხარეა.

მოლაპარაკებები დოლმაბჰჩეს სასახლეში უნდა გაიმართოს. როგორც ცნობილია, უკრაინის დელეგაცია სტამბოლში ანკარაში, ზელენსკისა და ერდოღანის შეხვედრის შემდეგ ჩავა.

რაც შეეხება რუსეთის დელეგაციას ის უკვე სტამბოლშია, თუმცა ვლადიმერ პუტინი მის შემადგენლობაში არაა.

უკრაინის დელეგაციაში შედიან : პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, საგარეო საქმეთა მინისტრი რუსტემ უმეროვი, თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი და ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველი დიპლომატიურ საკითხებში იგორ ჟოვკვა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი