თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უკრაინელ კოლეგას ვოლოდიმირ ზელენსკის განუცხადა, რომ მზადაა ზელენსკი და პუტინი მოლაპარაკებებისთვის მიიღოს, თუ ისინი მზად იქნებიან.
ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ცნობისთვის, ვოლოდიმირ ზელენსკი, დღეს, ანკარაში ჩავიდა და რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა.