უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დელეგაციის შემადგენლობა დაამტკიცა, რომელიც ხვალ, სტამბოლში, რუსეთთან მოლაპარაკებებში მიიღებს მონაწილეობას. დელეგაციას თავდაცვის მინისტრი, რუსტემ უმეროვი უხელმძღვანელებს.
- რუსტემ უმეროვი - თავდაცვის მინისტრი;
- სერგიი კისლიცა - საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე;
- ალექსანდრ პოკლადი - СБУ-ს უფროსის მოადგილე;
- ოლეგ ლუგოვსკი - უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე;
- ოლექსი შევჩენკო - გენშტაბის უფროსის მოადგილე;
- ევგენი შინკაროვი - უკრაინის სამხედრო საჰაერო ძალების წარმომადგენელი;
- ვადიმ სკიბიცკი - სამხედრო დაზვერვის უფროსის მოადგილე;
- ოლექსანდრ დიაკოვი - უკრაინის სამხედრო საზღვაო ძალების წარმომადგენელი;
- ოლექსი მოლოვადსკი - გენშტაბის იურისტი;
- გეორგი კუზმიჩოვი - პროტოკოლის ოფიცერი;
- ოლექსანდრ ბევზი - პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი.
NEWSMAX-ის ქართველი ჟურნალისტი, ნანა საჯაია უკრაინელი მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის შეხვედრა ხვალ სტამბოლში გაიმართება.
მანამდე, ზელენსკიმ განაცხადა, რომ სტამბოლში დელეგაციას გაგზავნიდა, რომელიც 16 მაისსაც დარჩებოდა.
იხილეთ ასევე: