რომის პაპს რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების მასპინძლობა სურს

გამოქვეყნდა:

რომის პაპს რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების მასპინძლობა სურს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Politico ავრცელებს. 

ვატიკანმა თურქეთში გამართულ მოლაპარაკებებს, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არ დაესწრო, "ტრაგიკული" უწოდა და განაცხადა, რომ პაპ ლეონ XIV-ს სურს, წმინდა საყდარი ორივე მხარისთვის ხელმისაწვდომი გახადოს. 

"ეს ყველაფერი ტრაგიკულია, რადგან ვიმედოვნებდით, რომ ეს იქნებოდა შესაძლოა ნელი პროცესი, თუმცა კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტით. მაგრამ ამის ნაცვლად ისევ დასაწყისში დავბრუნდით. ახლა ვნახავთ რა გავაკეთოთ, მაგრამ სიტუაცია რთულია.

[...]

პაპი გეგმავს, რომ ვატიკანი, წმინდა საყდარი, ხელმისაწვდომი გახადოს ორ მხარეს შორის პირდაპირი შეხვედრისთვის," - განაცხადა წმინდა საყდრის მთავარმა დიპლომატმა, კარდინალმა პიეტრო პაროლინმა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი