ზელენსკიმ ტრამპს თავდაცვისა და სავაჭრო სფეროებში თანამშრომლობის ახალი წინადადებების შესახებ წერილი გაუგზავნა

გამოქვეყნდა:

ზელენსკიმ ტრამპს თავდაცვისა და სავაჭრო სფეროებში თანამშრომლობის ახალი წინადადებების შესახებ წერილი გაუგზავნა - რომში, ზელენსკის აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან ჯეი დი ვენსთან და სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან შეხვედრის შემდეგ, ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს

ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე ზელენსკიმ აშშ-ს და ამერიკელ ხალხს უკრაინის მხარდაჭერისთვის, ასევე დონალდ ტრამპს და მის გუნდს ომის დასრულების მცდელობისთვის მადლობა გადაუხადა. 

ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა მუდმივად უჭერს მხარს აშშ-ის ყველა წინადადებას და აწარმოებს კონსტრუქციულ დიალოგს სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად.

შეხვედრაზე აშშ-ის მაღალჩინოსნებს უკრაინის პრეზიდენტმა სტამბოლში გამართული მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ მოსკოვს არ აქვს ომის დასრულების განზრახვა, რის გამოც საჭიროა ზეწოლა. ასევე, მხარეებმა შეხვედრაზე შემდგომი ნაბიჯები განიხილეს, მათ შორის რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესება. 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ზელენსკიმ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ მან პრეზიდენტ ტრამპს წერილი გაუგზავნა თავდაცვის, მრეწველობისა და სავაჭრო სფეროებში თანამშრომლობის ახალი წინადადებებით.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი