"მიზანი - პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ "ცეცხლის შეწყვეტაა". ტრამპი რუსეთის პრეზიდენტთან შესახვედრად მზადაა" | თეთრი სახლი

გამოქვეყნდა:

თეთრი სახლის პრესსპიკერის, კეროლაინ ლევიტის განცხადებით, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი "კონფლიქტის ორივე მხარით იმედგაცრუებულია". ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ლევიტის თქმით, ტრამპის მიზანი - პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ "ცეცხლის შეწყვეტაა". ლევიტი ამბობს, რომ ტრამპი რუსეთის პრეზიდენტთან შესახვედრად მზად არის.

ამასთან, რუსული სახელისუფლებო მედია "რია ნოვოსტი" ავრცელებს კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის განცხადებას, რომლის თანახმადაც, შეხვედრა პრეზიდენტებს შორის "არ მზადდება".

ცნობილია, რომ ტრამპსა და პუტინს შორის სატელეფონო საუბრის შემდეგ განცხადებას ან თეთრი სახლი ან თავად ტრამპი გააკეთებენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი