“სამწუხაროდ, რუსები არ იძლევიან სიგნალებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და ჯერ არ არიან მზად ომის დასასრულებლად. ასე რომ, ყველა სახის ზეწოლა, მთელი ჩვენი მუშაობა პარტნიორებთან რუსეთზე ზეწოლის მიზნით აბსოლუტურად აუცილებელია. ზეწოლა ბრძოლის ველზე, ზეწოლა ეკონომიკაზე და სწორედ ამიტომ - სანქციები. ზეწოლა პოლიტიკაში. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მხარს უჭერს უკრაინას”.
- განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.