დისკრედიტაციის მცდელობაა, ამაზე საუბრის უფლება არ აქვთ - ლუკა სირაძის ოჯახი ჩოლოიანს პასუხობს

გამოქვეყნდა:

გარდაცვლლი 15 წლის ლუკა სირაძის ძმა ამბობს, რომ საქმეზე დაკავებულ მარიანა ჩოლოიანის ადვოკატებს სააპელაციო სასამართლოში განხილვების დაწყევბამდე საზოგადოების აზრის შეცვლა სურთ და ოჯახის დისკრედიტაციას ცდილობენ.

მისი თქმით, საქმეში ნამდვილად არსებობს ორი დასკვნა და მათ ორივეს შედეგები იციან, თუმცა, ის დასკვნა რაც დღეს ჩოლოიანის ადვოკატებმა გაასაჯაროვეს, ასახავს შედეგებს, რომელიც ლუკა სირაძის სამედიცინო ჩარევის შემდეგ იყო ორგანიზმში. 

არსებობს ორი დასკვნა საქმეში, ერთი სისხლის ნიმუში არის აღებული ასფალტიდან, სადაც ლუკა დაეცა, მეორე კი საავადმყოფოდან. პირველ ნიმუშსში არ არის არანაირი ნარკოტიკული ნივთიერება, ხოლო მეორე ნიმუშში, ნარკოტიკულ ნივთიერებად შეიძლება ჩაითვალოს ის მედიკამენტები, რომელსაც გამაყუჩებლად უკეთებდნენ. არ აქვთ ამაზე საუბრის უფლება, რადგან ჩოლოიანს ჩვენ არ ვედავებით ამ მუხლს, თვითმკვლელობამდე მიყვანა, რა თქმა უნდა, მე მას ვადანაშაულებ, მაგრამ მოსამართლემ განაჩენი სხვა მუხლზე გამიტანა, - ამბობს ბექა სირაძე.

ოჯახისთვის გაუგებარია რაში სჭირდებათ ჩოლოიანის ადვოკატებს ექსპერტიზის დასკვნების ახლა გასაჯაროება, როცა მას სასჯელი იმ ბრალდებაზე აქვს მისჯილი, რასაც სახელმწიფო ბრალდება ედავებოდა და ის თვითმკვლელობასთან არანაირ კავშირში არაა.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 6 ოქტომბერს ჩოლოიანის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ ლუკა სირაძე თვითმკვლელობის დროს ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ იყო. მათ ასევე, დედის მხრიდან დისკრიმინაციაზე ისაუბრეს.

შეგახსენებთ, რომ დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი გასული წლის 17 დეკემბერს დააკავეს. მარიანა ჩოლოიანი იმ საქმის გამომძიებელი იყო, რომელიც „მწვანე სკოლაში“ მომხდარ ინციდენტს უკავშირდება. ფსიქოლოგიური ტერორის გამო, დაკითხვიდან გამოსულმა 15 წლის ლუკა სირაძემ თვითმკვლელობა სცადა, რის შემდეგაც საავადმყოფოში გარდაიცვალა. 

გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თავად ჩოლოიანი კი წაყენებულ ბრალს არ აღიარებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი