"ჩვენს იურისდიქციაში არსებული რუსეთის სუვერენული აქტივები გაყინული დარჩება მანამ, სანამ ის არ დაასრულებს აგრესიას და არ აუნაზღაურებს უკრაინას მიყენებულ ზარალს" | G7

გამოქვეყნდა:

"ჩვენს იურისდიქციაში არსებული რუსეთის სუვერენული აქტივები გაყინული დარჩება მანამ, სანამ ის არ დაასრულებს აგრესიას და არ აუნაზღაურებს უკრაინას მიყენებულ ზარალს" - ამის შესახებ დიდი შვიდეულის ქვეყნების საერთო განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადებაში ქვეყნები გმობენ რუსეთის აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ:

"ვგმობთ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე სასტიკ ომს. ვაფასებთ უკრაინელი ხალხისა და ქვეყნის ეკონომიკის უდიდეს გამძლეობას. უკრაინამ საგრძნობი ნგრევა განიცადა. "დიდი შვიდეული" ერთგული და მტკიცე მხარდამჭერი რჩება უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის. მივესალმებით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებისთვის მუდმივ ძალისხმევას. თუ ასეთი ცეცხლის შეწყვეტა ვერ მოხდა, გავაგრძელებთ ყველა შესაძლო ვარიანტის შესწავლას, მათ შორის ზეწოლის ისეთ გზებს, როგორიცაა სანქციების გამკაცრება. ჩვენს იურისდიქციაში არსებული რუსეთის სუვერენული აქტივები გაყინული დარჩება მანამ, სანამ ის არ დაასრულებს აგრესიას და არ აუნაზღაურებს უკრაინას მიყენებულ ზარალს" - აღნიშნულია განცხადებაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი