უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრეი სიბიგას განცხადებით, ოფიციალური კიევი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და კრემლის ლიდერ პუტინს შორის შესაძლო შეხვედრაზე მუშაობს.
მისი თქმით, მოსკოვის სტრატეგიაა ამერიკის შეერთებული შტატების სამშვიდობო მოლაპარაკებებიდან გაიყვანოს, თუმცა სიბიგას არ სჯერა ევროპული უსაფრთხოების ინფრასტრუქტურის ამერიკული მხარის გარეშე.
"ჩვენ გვჭირდება აშშ-ის ჩართულობა, ჩვენ მივესალმებით აშშ-ის და პრეზიდენტ ტრამპის სამშვიდობო ძალისხმევას. თურქეთში შეხვედრის გაგრძელებისთვის არანაირი პირობა არ შეიძლება არსებობდეს. იქ მიღწეული იქნა მკაფიო შეთანხმება, თუ ამოიღებთ ყველა ფსევდოისტორიულ ლექციას, რომელიც რუსეთის დელეგაციამ წაიკითხა", - აღნიშნა სიბიგამ.
სიბიგას განცხადებით, უკრაინა მოსკოვისგან მომავალი უპირობო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ საკუთარი ხედვის წარდგენას ელის. მსგავსი დოკუმენტი კიევშიც მზადდება - მესამე პუნქტი ზელენსკის და პუტინს შორის პირადი შეხვედრის ჩატარებას ეხება.