რეალური დიპლომატიის დასაწყებად რუსეთზე გაცილებით მეტი ზეწოლა გვჭირდება, მხოლოდ ეკონომიკის ძირითად სექტორებზე სანქციები აიძულებს მოსკოვს ცეცხლის შეწყვეტას | ზელენსკი

გამოქვეყნდა:

გასულ ღამეს რუსებმა დრონებისა და ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით კიევზე მასიური შეტევა განახორციელეს. უკრაინის დედაქალაქში 15 ადამიანი დაშავდა, რამდენიმე რაიონში ხანძარი გაჩნდა.

ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმა განხორციელდა ასევე კიევის, დნეპროპეტროვსკის, ოდესისა და ზაპოროჟიეს ოლქებზე.

თავდასხმას დილის მიმართვაში გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომლის თქმითაც, რუსებმა შეტევისას 250 დრონი და 14 ბალისტიკური რაკეტა გამოიყენეს.

"ღამით ქალაქში ბევრი ხანძარი და აფეთქება მოხდა. საცხოვრებელი შენობები, მანქანები და ბიზნესები კვლავ დაზიანდა. არიან დაშავებულებიც. ოდესის, ვინიცას, სუმის, ხარკოვის, დონეცკის, კიევისა და დნეპრის ოლქები დაზარალდა. ყველგან მშვიდობიანი მოსახლეობაა. არის მსხვერპლი" -  აღნიშნა ზელენსკიმ.

როგორც უკრაინის ლიდერმა განაცხადა, თითოეული ასეთი დაბომბვით მსოფლიო რწმუნდება, რომ ომის გაჭიანურების მიზეზი კრემლია. ზელენსკის თქმით,  უკრაინამ არაერთხელ შესთავაზა სრული ცეცხლის შეწყვეტა, თუმცა რუსეთი ყოველ ჯერზე უგულებელყოფდა მას.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ შედეგების მისაღწევად და რეალური დიპლომატიის დასაწყებად რუსეთზე გაცილებით დიდი ზეწოლაა საჭირო:

"აშკარაა, რომ შედეგის მისაღწევად და რეალური დიპლომატიის დასაწყებად რუსეთზე გაცილებით მეტი ზეწოლა გვჭირდება. ჩვენ ველოდებით სანქციებს აშშ-სგან, ევროპისგან და ჩვენი ყველა პარტნიორისგან. მხოლოდ რუსეთის ეკონომიკის ძირითადი სექტორების წინააღმდეგ დამატებითი სანქციები აიძულებს მოსკოვს ცეცხლის შეწყვეტას. მადლობა თითოეულ ადამიანს, ვინც მხარს გვიჭერს და გვეხმარება." - განაცხადა ზელენსკიმ.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი