გრიგოლ გეგელიაზე თავდასხმაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

გამოქვეყნდა:

"ლელო- ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერზე, გრიგოლ გეგელიაზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო. 

გეგელიას თავს დღეს, მშობლების სახლთან დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ

"მშობლების სახლთან ჩასაფრება მოუწყვეს, ეს იყო მიზანმიმართული პოლიტიკური თავდასხმა. ვიდეოს უღებდნენ და პროვოცირებას სიტყვიერი შეურაცხყოფით ცდილობდნენ, შემდეგ მანქანა გააჩერა და თავს ფიზიკურად დაესხა. იყო ფიზიკური ანგარიშსწორების მცდელობა, გრიგოლმა წინააღმდეგობა გაუწია და ამის მერე თავდამსხმელი გაიქცა. მსუბუქი დაზიანებები აქვს თავის არეში, სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწია. სასწრაფო და პოლიცია ახლაც ადგილზეა" - ამბობს "მთავართან" საუბარში პარტიის პრესსამსახურის წარმომადგენელი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი