2020 წლის ნობელის პრემიის გამარჯვებულები მედიცინისა და ფიზიკის დარგში ცნობილია

გამოქვეყნდა:

შვედეთის მეცნიერებათა აკადემიამ 2020 წლის ნობელის პრემიის გამარჯვებულები გამოავლინა. 2020 წლის მედიცინის დარგში ნობელის პრიზი C-ჰეპატიტის ვირუსის აღმომჩენ მეცნიერებს, ჰარვი ალტერს, მაიკლ ჰოუტონს და ჩარლზ რაისს გადაეცათ.

“ამ აღმოჩენამ მილიონობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა“, წერია ნობელის პრემიის კომიტეტის ტვიტში.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ცნობით, C-ჰეპატიტი 71 მილიონ ადამიანს აქვს და წელიწადში ვირუსით დაახლოებით 400,000 ადამიანი კვდება. ნობელის კომიტეტის განცხადებით, სისხლში ვირუსის პოვნა და საბოლოოდ განკურნება ნობელის პრიზიორი მეცნიერების დამსახურებით გახდა შესაძლებელი.

გარდა მედიცინისა, ნობელის პრიზი  ფიზიკის დარგშიც გაიცა; როჯერ პენროუზი, რეინარდ გენზელი და ანდრეა გეზი, შავი ხვრელების შესახებ ნაშრომებისთვის და ახალი აღმოჩენებისთვის დაჯილდოვდნენ.

ფიზიკის დარგში გამარჯვებული მეცნიერები, საპრიზო თანხას - 870,000 ევროს თანაბრად გაინაწილებენ. პენროუზმა, დაამტკიცა რომ შავი ხვრელების ფორმირება აინშტაინის ფარდობითბის თეორიის შედეგია. გეზმა კი, რომელიც ფიზიკის დარგში მსოფლიოში ნობელის პრიზიორი მეოთხე ქალია, „ირმის ნახტომის“ გალაქტიკაში შავი ხვრელების არსებობა, რეინარდ გენზელთან ერთად დაამტკიცა.

„2020-ის ლაურეატებმა, სამყაროს ყველაზე ბნელი საიდუმლოებები გამოავლინეს“, ფიზიკის დარგში გამარჯვებულების შესახებ, თქვა შვედეთის მეცნიერებათა აკადემიის გენერალურმა მდივანმა, გორან ჰანსონმა,

ცნობისთვის, ნობელის პრემიის 2020 წლის მომდევნო მფლობელების ვინაობა 12 ოქტომბრამდე გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, ნობელის პრემია, შვედი მეცნიერის ალფრედ ნობელის ნაანდერძევი ფონდიდან, 1901 წლიდან , ქიმიის, ფიზიკის, მედიცინის, ეკონომიკის, ლიტერატურის და მშვიდობის დარგში გაიცემა. დაჯილდოების ცერემონია, ყოველწლიურად ტრადიციულად სტოკჰოლმსა და ოსლოში ტარდება.

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი