"გვჭირდება ყველაზე ძლიერი საერთაშორისო ზეწოლა რუსეთზე, რათა ეს ომი შეწყდეს" | კალასი უკრაინაზე თავდასხმაზე

გამოქვეყნდა:

"გუშინდელი თავდასხმები კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ რუსეთი მიზანმიმართულად ცდილობს მეტი ტანჯვის მოტანას და უკრაინის განადგურებას. შემზარავია უდანაშაულო მსხვერპლთა შორის ბავშვების დანახვა, რომლებიც დაზარალდნენ და დაიღუპნენ. დღეს ჩემი ფიქრები ოჯახებთანაა.

ჩვენ გვჭირდება ყველაზე ძლიერი საერთაშორისო ზეწოლა რუსეთზე, რათა ეს ომი შეწყდეს"

- ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი სოციალურ ქსელში წერს.

შეგახსენებთ, რომ გასულ ღამეს, რუსეთის თავდასხმას უკრაინაში სულ მცირე 14 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, ბავშვები. დაშავდა 60-ზე მეტი პირი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი