Spiegel: ზელენსკი 28 მაისს ბერლინს ეწვევა და მერცს შეხვდება

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 28 მაისს ბერლინს ეწვევა და ახალ კანცლერს, ფრიდრიხ მერცს შეხვდება. ინფორმაციას Spiegel-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ მერცი და ზელენსკი შეხვედრისას რუსეთ-უკრაინას შორის შემდეგი მოლაპარაკებების ფარგლებში მომდევნო ნაბიჯებს განიხილავენ. გერმანიის კანცლერი ასევე აპირებს უკრაინის ლიდერს ევროკავშირის მე-18 სასანქიო პაკეტი გააცნოს, რომელსაც რუსეთს დაუწესებენ.

Spiegel-ი იტყობინება, რომ ლიდერები, სავარაუდოდ, უკრაინის შეიარაღების საკითხსაც განიხილავენ. ვიზიტის ფარგლებში ზელენსკი ასევე გერმანიის პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი