ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით, უკრაინის ლიდერი ვოლოდიმირ ზელენსკი 24 ივნისს, ჰააგაში NATO-ს სამიტს დაესწრება.
მინისტრის თქმით, ალიანსი ახლა მუშაობს იმის უზრუნველსაყოფად, რომ უკრაინის ლიდერს ღონისძიების პროგრამაში "ღირსეული ადგილი" ჰქონდეს.
მანვე აღნიშნა, რომ ჯერჯერობით უცნობია, შეხვდება თუ არა ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, რომელიც ასევე გეგმავს სამიტში მონაწილეობას.