საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის აზრით, აშშ-ის ლიდერი დონალდ ტრამპი ხვდება, რომ ვლადიმერ პუტინი მას მშვიდობისთვის მზადყოფნის შესახებ ატყუებს. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
ფრანგმა ლიდერმა გამოთქვა მოსაზრება, რომ აშშ-ის პრეზიდენტი "იცნობს პუტინის უკრაინასთან დაკავშირებული ტყუილების ზოგიერთ ასპექტს".
მაკრონი იმედოვნებს, რომ "ტრამპის რისხვა პუტინზე" შესაბამის ქმედებებში გადაიზრდება. საფრანგეთის პრეზიდენტი, სავარაუდოდ, იმ სანქციებს გულისხმობდა, რომლებიც აშშ-მა და ევროკავშირმა შეიძლება რუსეთის წინააღმდეგ დააწესონ.