ბელარუსის და ყირგიზეთის გაკვეთილები თამარ ჟვანიამაც უნდა გაითვალისწინოს - სამადაშვილი

გამოქვეყნდა:

ყირგიზეთში მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას გადაცემაში „დღის სტუმარი“ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა, სალომე სამადაშვილმა, განაცხადა, რომ ყოველი ახალი არჩევნების შემდეგ ხალხი რჩებოდა გულაცრუებული, რადგან ახალი ხელისუფლებისგან ვერ იღებდა იმას, რასაც ელოდა, რაც მოხდა ამ ჯერზეც. 

სამადაშვილმა ცენტრალური აზიის რეგიონის სპეციფიკის გათვალისწინებით, „უპრეცენდენტო“ უწოდა პრეზიდენტისა და ცესკოს მიღებულ გადაწყვეტილებას ხელახალი არჩევნების დანიშვნის შესახებ. მისი თქმით, ბელორუსში ლუკაშენკოსაც იგივე ბედი ელის, ანუ, დათმობა მოუწევს, უბრალოდ, ეს დროის საკითხია.


„სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები არის ერთადერთი კრიტერიუმი, რამაც შეიძლება განმუხტოს სიტუაცია ქვეყანაში. ეს გაკვეთილები უნდა გაითვალისწინოს ქალბატონმა თამარ ჟვანიამაც და გადახედოს, ვის დაუწესეს სანქციები ლუკაშენკოს გარემოცვიდან“, - ამბობს სალომე სამადაშვილი.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი