უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპთან და ვლადიმერ პუტინთან სამმხრივი შეხვედრისთვის მზად არის.
"ჩვენ მზად ვართ "ტრამპი-პუტინი-მე" ფორმატისთვის, ასევე მზად ვართ "ტრამპი-პუტინის" ფორმატისთვის, მერე "ტრამპი-ზელენსკის" ფორმატისთვის, შემდეგ კი სამივე მხარის შეხვედრისთვის. ვგულისხმობ ერთდროულად, გაფანტულ შეხვედრებს არ ვგულისხმობ", - თქვა ზელენსკიმ.
მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის მზაობის შესახებ ყველა მხარე ინფორმირებულია.
ზელენსკიმ ასევე ხაზი გაუსვა, რომ უკრაინა მზადაა ტექნიკური შეხვედრებისთვის როგორც ვატიკანში, ასევე შვეიცარიაში - სადაც არ უნდა იყოს ეს [შეხვედრები] შემოთავაზებული. უმაღლეს დონეზე შეხვედრა, მისი თქმით, შესაძლებელია წინასწარი მომზადების გარეშე, თუ ყველა მხარის სურვილი იქნება.