ზელენსკი ბერლინში ჩავიდა | ის ფრიდრიხ მერცს ხვდება

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ბერლინში ჩავიდა და გერმანიის კანცლერს, ფრიდრიხ მერცს ხვდება. დახვედრის ცერემონიის ამსახველი კადრები ზელენსკის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.

მანამდე, გერმანული მედია წერდა, რომ მერცი და ზელენსკი შეხვედრისას რუსეთ-უკრაინას შორის შემდეგი მოლაპარაკებების ფარგლებში მომდევნო ნაბიჯებს განიხილავენ.

გერმანიის კანცლერი ასევე აპირებს უკრაინის ლიდერს ევროკავშირის მე-18 სასანქიო პაკეტი გააცნოს, რომელსაც რუსეთს დაუწესებენ. ლიდერები, სავარაუდოდ, უკრაინის შეიარაღების საკითხსაც განიხილავენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი