"ჩვენ ამას ძალიან მალე გავარკვევთ, [რეალურად სურს, თუ არა, პუტინს ომის დასრულება]" | დონალდ ტრამპი

გამოქვეყნდა:

ჟურნალისტის კითხვაზე სჯერა თუ არა, რომ პუტინს რეალურად სურს ომის დასრულება, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ეს დაახლოებით 2 კვირაში გაირკვევა. ამასთან ტრამპის თქმით, ის იმედგაცრუებულია მოლაპარაკებების პერიოდში რუსეთის ქმედებებით.

"ამას ვერ გეტყვით, მაგრამ დაახლოებით ორ კვირაში, ორ კვირაში შეგატყობინებთ... ჩვენ ამას ძალიან მალე გავარკვევთ... ამის გარკვევას დაახლოებით კვირანახევარი ან ორი კვირა დასჭირდება. ჩვენ გვყავს ბატონი უიტკოფი, რომელიც ფენომენალურ საქმეს აკეთებს და მათ ახლა ძალიან მკაცრად ექცევა... როგორც ჩანს, რაღაცის გაკეთება უნდათ, მაგრამ სანამ დოკუმენტს ხელს არ მოაწერენ, ვერაფერს გეტყვით. ამის თქმა არავის შეუძლია... შემიძლია მხოლოდ იმის თქმა, რომ ძალიან, ძალიან იმედგაცრუებული ვარ იმით, რაც რამდენიმე დღის წინ მოხდა - ადამიანები მოკლეს იმ პერიოდში, რასაც თქვენ მოლაპარაკებებს უწოდებთ" - განაცხადა ტრამპმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი