ჩოლოიანის ადვოკატები სიცრუეს ავრცელებენ და საზოგადოება შეცდომაში შეჰყავთ - საია

გამოქვეყნდა:

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დაკავებული გამომძიებლის, მარინა ჩოლოიანის ავდოკატების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და წერს, რომ უფლებათადამცველებს ასაწორი ფაქტების გავრცელების საზოგადოება შეცდომაში შეჰყავთ.  საია აღნიშნავს, რომ ადვოკატი ცდილობს საზოგადოება დაარწმუნოს, რომ ლუკა სირაძის თვითმკვლელობა ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედებამ გამოიწვია, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. 

ამ დროისათვის სასამართლოში არ განიხილება ლუკა სირაძის თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტი. ამდენად, სასამართლო არ იკვლევს, ლუკა სირაძის გარდაცვალების მიზეზებს. ამის მიუხედავად, სხვადასხვა მედია საშუალებებში მარიანა ჩოლოიანის დაცვის მხარის მიერ არაერთხელ გაჟღერდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ლუკა სირაძე გარდაცვალების მომენტში იმყოფებოდა ნარკოტიკული თრობის ქვეშ, რაც მათივე განმარტებით, დადასტურებულია სისხლის სამართლის საქმის მასალებითა და ექსპერტიზის დასკვნით. ასევე, არასწორად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლუკა სირაძე როგორც დედის, ასევე ძმის მხრიდან იყო აგრესიის მსხვერპლი, - წერს ორგანიზაცია.

საია წერს, რომ ადვოკატ გაგი მოსიაშვილის მიერ გავრცელებული ფაქტები არ ეყრდნობა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. ორგანიზაცია განმარტაბს, რომ საქმეში ორი ექსპერტიზის დასკვნაა. მათგან ერთი, გარდაცვალების დღეს ლუკა სირაძის ტანსაცმლიდან, ფეხსაცმლიდან და ასფალტიდან აღებულ სისხლის ნიმუშებს ეყრდნობა - ამ დასკვნით დასტურდება, რომ სისხლში არ აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები.

მეორე ექსპერტიზის ფარგლებში ლუკას სისხლის ნიმუშის აღება მოხდა მისი სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნისას. დასკვნაში აღნიშნულია, რომ სისხლში აღმოჩნდა მხოლოდ ნარკოტიკული საშუალება მორფინი და ფსიქოტროპული ნივთიერებები დიაზეპამი და ნორდაზეპამი, რომლებიც მას სამედიცინო დანიშნულებით გაუკეთდა კლინიკაში მიყვანის შემდგომ. სასამართლო სხდომაზე აღნიშნული პრეპარატების სამედიცინო დანიშნულებით გამოყენებასთან დაკავშირებით ჩვენება სასამართლოს სპეციალური ცოდნის მქონე პირმაც მისცა. ექსპერტიზის დასკვნით ასევე უარყოფითია პასუხი ალკოჰოლურ თრობასთან დაკავშირებით, - წერს საია.

საია მიიჩნევს, რომ ადვოკატის მოქმედება ეწინააღმდეგება ადვოკატის ეთიკის ნორმებს და მოუწოდებს გაგი მოსიაშვილის შეწყვიტოს მცადრი ფაქტების გავრცელება.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 6 ოქტომბერს ჩოლოიანის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ ლუკა სირაძე თვითმკვლელობის დროს ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ იყო. მათ ასევე, დედის მხრიდან დისკრიმინაციაზე ისაუბრეს.

შეგახსენებთ, რომ დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის გამომძიებელი, მარინა ჩოლოიანი გასული წლის 17 დეკემბერს დააკავეს. მარიანა ჩოლოიანი იმ საქმის გამომძიებელი იყო, რომელიც „მწვანე სკოლაში“ მომხდარ ინციდენტს უკავშირდება. ფსიქოლოგიური ტერორის გამო, დაკითხვიდან გამოსულმა 15 წლის ლუკა სირაძემ თვითმკვლელობა სცადა, რის შემდეგაც საავადმყოფოში გარდაიცვალა. 

გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თავად ჩოლოიანი კი წაყენებულ ბრალს არ აღიარებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი