"ცხადია, რომ ოპოზიციის სრული აკრძალვა მიმდინარეობს, რათა ქვეყანა ჩინეთს მიჰყიდონ. სანქციები გამოსავალია!" | უილსონი ნიკა მელიას დაკავებაზე 

გამოქვეყნდა:

კონგრესმენი და ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე, ჯო უილსონი სოციალურ ქსელში "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებას ეხმიანება და წერს, რომ გამოსავალი სანქციებია. 

"ანტიამერიკული "ქართული ოცნების" რეჟიმმა ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი ლიდერი ნიკა მელია იმავე ცრუ საბაბით დააკავა, როგორც წინა თავდასხმისას ოპოზიციაზე. ცხადია, რომ ოპოზიციის სრული აკრძალვა მიმდინარეობს, რათა ქვეყანა ჩინეთს მიჰყიდონ. სანქციები გამოსავალია!" - წერს უილსონი. 

შეგახსენებთ, რომ ნიკა მელია ცოტა ხნის წინ ლისის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი