"ნიკა მელია დააკავეს... ამ ქვეყანაში სიტუაცია უარესდება" | იუკნევიჩიანე

გამოქვეყნდა:

"ახლახან, ქუჩაში კიდევ ერთი ქართველი ოპოზიციონერი ლიდერი, ნიკა მელია დააკავეს.

ერთი კვირის წინ - ზურაბ ჯაფარიძე.

თბილისში ვიზიტის დროს, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების ყველა წარმომადგენელმა, რომლებიც ევროპარლამენტარების დელეგაციას შეხვდნენ, განაცხადეს, რომ უახლოეს მომავალში პოლიტიკური ლიდერების დაპატიმრებებს უნდა ველოდოთ, დემოკრატიული ქვეყნის ნებისმიერი სტრუქტურა კვლავაც განადგურდება.

ამ ქვეყანაში სიტუაცია უარესდება.

მომავალ კვირას, ევროპარლამენტში ქუჩებში მომიტინგე ხალხის წარმომადგენლები მოვიწვიე. ადამიანის უფლებათა ქვეკომიტეტში მოსმენები გაიმართება.

ოთხშაბათს, საგარეო საქმეთა კომიტეტი საქართველოს შესახებ ანგარიშს უყრის კენჭს. მე ვარ ამ ანგარიშის მომხსენებელი.

ჯერჯერობით, ევროკავშირის სხვა ინსტიტუტები საკმარისად აქტიურები არ არიან საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. გერმანიის ახალი მთავრობის წყალობით იმედი მაქვს, სანქციების შესახებ MEGABARI აქტი, მკაცრი აქტი, აშშ-ის კონგრესში გაივლის გზას.

საქართველო მთელი სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონისთვის სტრატეგიული სახელმწიფოა.

რუსეთი ამას ძალიან კარგად ხვდება. ჩინეთი ამას ხვდება, ირანი ამას ხვდება და თავის გავლენას აძლიერებს. ევროკავშირი ხვდება?"

- ამის შესახებ ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე სოციალურ ქსელში წერს და ნიკა მელიას დაკავებას ეხმიანება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი