ზახაროვას თქმით, რუსეთის დელეგაცია 2 ივნისს სტამბოლში მემორანდუმის პროექტით ჩავა

გამოქვეყნდა:

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, მარია ზახაროვა ამბობს, რომ კრემლის დელეგაცია 2 ივნისს სტამბოლში მემორანდუმის პროექტით ჩავა. დელეგაციას პრეზიდენტის თანაშემწე ვლადიმერ მედინსკი უხელმძღვანელებს.

"ვადასტურებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, ვლადიმერ მედინსკის ხელმძღვანელობით რუსეთის დელეგაცია 2 ივნისს სტამბოლში იქნება მოლაპარაკებების მეორე რაუნდისთვის. დელეგაცია მემორანდუმის პროექტით და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ სხვა წინადადებებით ჩავა", - თქვა ზახაროვამ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი