"რუსეთს მშვიდობა უნდა ვაიძულოთ" | ზელენსკი ამერიკელ სენატორებს შეხვდა, რომლებიც სასანქციო პაკეტზე მუშაობენ

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკელ სენატორებს, ლინდი გრემსა და რიჩარდ ბლუმენტალს უმასპინძლა. სენატორები კიევში ვიზიტით იმყოფებიან. ინფორმაციას თავად ზელენსკი და უკრაინული მედია ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ ხსენებული სენატორები იმ კანონპროექტის თანაავტორები არიან, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებას მოიცავს.

"მადლიერი ვარ ინიციატივის - ორპარტიული კანონპროექტია სანქციების შესახებ, რომელსაც მხარს 82 სენატორი უჭერს. განვიხილეთ ეს და სხვა ბერკეტები, რომლებიც უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ რუსეთს მშვიდობა ვაიძულოთ", - თქვა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა სენატორებს მადლობა გადაუხადა ორპარტიული მხარდაჭერისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ამერიკა ყველა ეტაპზე იქნება ჩართული.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი