ბექაურის რეგულაციები - "მთავარი არხი" მარეგულირებელს მიმართავს და ვადას 10 ოქტომბრამდე აძლევს

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხი" კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიასა და ცესკოს მიმართავს და 10 ოქტომბრამდე აძლევს ვადას, რათა გადაწყდეს, დასაშვებია თუ არა წინასაარჩევნო კლიპში მიხეილ სააკაშვილის გამოჩენა. 

აქვე, შეგახსენებთ, რომ არხმა 2 ოქტომბერს მიმართა კომისიას, განემარტა იმ საარჩევნო რეკლამის დასაშვებობა, სადაც უცხო ქვეყნის მოქალაქე მონაწილეობს, ერთ შემთხვევაში დადებით, ხოლო მეორე შემთხვევაში, უარყოფით კონტექსტში. კომისიის პასუხი, იურისტ თამთა მურადაშვილის შეფასებით, გაუგებარია. მისი აზრით, წინასაარჩევნო პერიოდში განსაკუთრებით საყურადღებოა პოლიტიკური სიტყვის თავისუფლების დაცვა. 

ჩემთვის გაუგებარია მარეგულირებელი კომისიის პასუხი ასეთ მნიშვნელოვან, წინასაარჩევნო პერიოდში. ის თითქოს უკან იხევს, რათა გადაწყვეტილება გაიწელოს. თუ მარეგულირებელი კომისია არ გაგვცემს კონკრეტულ პასუხს 10 ოქტომბრამდე (როგორც ამაზე ნიკა გვარამიამაც დაწერა), ჩვენ გადავწყვეტთ საკითხს სიტყვის თავისუფლების სასარგებლოდ. მით უფრო, პოლიტიკური სიტყვის თავისუფლება წინასაარჩევნო პერიოდში განსაკუთრებით მაღალი ხარისხით უნდა იყოს დაცული. შესაბამისად, ორივე პოლიტიკური პარტიის საარჩევნო რეკლამას გავუშვებთ ეთერში, - ამბობს თამთა მურადაშვილი. 

თავის მხრივ, ოპოზიციის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ მიხეილ სააკაშვილს, როგორც პრემიერმინისტრობის კანდიდატს, უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს საარჩევნო რეკლამაში, რის გამოც მარეგულირებელი კომისიის აკრძალვები აზრს მოკლებულია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი