გარკვეული ძალები ცდილობენ, ეკლესიის პოზიციას პოლიტიკური სარჩული დაუდონ- საპატრიაქო დავითგარეჯზე

გამოქვეყნდა:

საქართველოს საპატრიაქოში დავითგარეჯთან დაკავშირებით სასულიერო პირების მორიგი შეხვედრა გაიმართა. 

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, საქართველოს საპატრიარქო ჩართული იქნება საკითხის გადაწყვეტაში. გავრცელებულ განცხადებაში ასევე წერია, რომ ეკლესიისა და "საპატრიარქოს მიმართ ცილისწამება პირდაპირ უკავშირდება დავითგარეჯის პრობლემატიკას".

დავითგარეჯის ლავრა და აქ მდებარე მონასტრები იურიდიულად საქართველოს ეკლესიის კუთვნილებაა. შესაბამისად, ეკლესიის პირდაპირი ვალდებულებაა მათზე ზრუნვა და დაცვა, ეს არც დღეს დაწყებულა და არც დასრულდება, ეკლესია ვერ გაჩერდება, ვიდრე საკითხი სასიკეთოდ არ გადაწყდება.

იქიდან გამომდინარე, რომ საქმე ეხება საზღვრებს, გარკვეული ძალები ცდილობენ, ეკლესიის პოზიციას პოლიტიკური სარჩული დაუდონ, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მეგობრულ ურთიერთობას კი ჩრდილი მიაყენონ. ამიტომ ეკლესია კიდევ ერთხელ გარკვევით აფიქსირებს თავის პოზიციას, რომ მისთვის მთავარია ობიექტური და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღება მშვიდობიანი და სამართლებრივი გზით, ყოველგვარი პოლიტიზებისა და დაძაბულობის გარეშე.

იმ ვითარებაში, როდესაც ეკლესია ასეთ უმნიშვნელოვანეს პროცესშია ჩართული, მიგვაჩნია, რომ ეკლესიისა და საპატრიარქოს მიმართ ყოველგვარი ცილისწამება პირდაპირ უკავშირდება დავითგარეჯის პრობლემატიკას, - ნათქვამია განცხადებაში. 

საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ საპტრიაქო 1938 წლის რუკის შესახებ ეკლესია წლების განმავლობაში მიუთითებდა საზღვრის დამდგენ კომისიას და ამ საკითხზე მომუშავე სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებს.

"ადრეც არაერთხელ გაგვიცხადებია, რომ საზღვრის დადგენაზე მომუშავე ჯგუფმა საერთოდ არ იხელმძღვანელა აღნიშნული რუკით, ხოლო მისი რამდენიმე წლის წინ მოპოვებული მასლები ავთენტურად არ მიიჩნია. შედეგად კომისიამ ხელი მოაწერა სასაზღვრო ზოლის განსაზღვრის ისეთ ოქმს, რომლის საფუძველზეც ამჟამად აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ჩიჩხიტურსა და უდაბნოს მონასტრის ტერიტორიას აკონტროლებენ. დღეს კი დადგდა ახალი გარემოებები, მოპოვებულ იქნა ამ რუკების დედნები ყველა აუცილებელი ნიშნით, რაც მის ავთენტურობას უეჭველს ხდის. შესაბამისად, ჩნდება შესაძლებლობა და აუცილებლობა, რომ ამ კარტოგრაფიული დოკუმენტაციის საფუძველზე მოხდეს 2006-2007 წლებში ხელმოწერილი კომისიის ოქმების გადახედვა" - წერია განცხადებაში.

საპატრიარქო ასევე საუბრობს, რომ ისინი უწყვეტად ცდილობენ, საქმის მნიშვნელობა დაანახონ ყველას, ყველა ტრიბუნის გამოყენებით.

"ეკლესია 15 წელია ცდილობს, სახელმწიფოს დაანახოს პრობლემის მნიშვნელობა, ყოველ ღონეს ხმარობს მის მოსაგვარებლად და მაქსიმალურად იყენებს ყველა ტრიბუნას, რათა მართებული ინფორმაცია მიაწოდოს როგორც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, ისე საერთაშორისო საზოგადოებას" - ვკითხულობთ საპატრიარქოს განცხადებაში.

ცნობისთვის, შეხვედრას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, დავითგარეჯის მონასტრის არქიმანდრიტი კირიონი (ონიანი) და სხვა სასულიერო პირები ესწრებოდნენ.

საპატრიაქროს მიერ გავრცელებული განცხადება სრულას შეგიძლიათ იხილოთ აქ. 

შეგახსენებთ, რომ  უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემის გამო საქართველოს პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. საქმე ეხება  საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის ნაწილს. შოთაძის უწყება  ამბობს, რომ სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიამ შეთანხმება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ გააფორმა, თუმცა განცხადებაში არ არის დაკონკრეტებულ რომელ პერიოდზეა საუბარი.

დღესვე, ამ საქმეზე დააკავეს ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა, რომლებიც პროკურატურაში გამოკითხვაზე იყვნენ მისული. 

აღსანიშნავია, რომ  რუსეთის მიერ დაფინანსებული "პატრიოტთა ალიანსი" ჯერ კიდევ გასულ წელს ითხოვდა სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობაზე გამოძიების დაწყებას. საინტერესოა, კონკრეტულად რას მოიაზრებდა ირმა ინაშვილი, როდესაც კომისიის საეჭვო საქმიანობაზე საუბრობდა და სად იკვეთებოდა მისი ეჭვები და ხელისუფლების მიერ დაწყებულ მიმდინარე გამოძიება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი