ივერი მელაშვილის მხარდაჭერის გამო, საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი, დანიის სამეფოში საქართველოს ელჩს, გიგი გიგიაძეს აკრიტკებს.
საგარეო საქმეთა მინისტრო, დიპლომატს საქმის დეტალების გარკვევას ურჩევს და ამბობს, რომ ამ საკითხთან დკავშირებით გიგიაძესთან კომუნიკაცია ექნებათ.
მეც გამიკვირდა, რადგანაც იცით თქვენ, რომ ჩვეულებრივი კოლეგიალურობიდან გამომდინარე, ელჩის პოზიციიდან გამომდინარე, ელჩი როცა აკეთებს რაიმე განცხადებას, მითუმეტეს ასეთ უაღრესად მგრძნობიარე თემაზე, მას უნდა დაერეკა, ეკითხა ჩვენთვის, რა მდგომარეობაა, რასთან გვაქვს საკითხი? ასეთი ზარი არ შემოსულა, ჩემთვისაც სიურპრიზი იყო ეს განცხადება. თუ არ ვცდები Facebook პოსტის სახით გამოაქვეყნა და ალბათ, მისი ერთგვარი ემოციური დამოკიდებულება იყო კოლეგის მიმართ. მე არ მქონია, სამწუხაროდ, მასთან კომუნიკაცია. რა თქმა უნდა, გვექნება ჩვენ მასთან კომუნიკაცია, აუცილებლად მიეწოდება ყველა ინფორმაცია, რაც გამოძიების პროცესში საზოგადოებისთვის ცნობილია. რა თქმა უნდა, ჩვენ ამას სამინისტროს შიგნით განვიხილავთ, - თქვა ზალკალიანმა
ცნობისთვის, 7 ოქტომბერს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დანიის სამეფოსა და ისლანდიაში, გიგი გიგიაძე, დავითგარეჯის საქმეზე ივერი მელაშვილის დაპატიმრებას გამოეხმაურა. გიგიაძემ მელაშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა.