ხელისუფლების ბინძური წინასაარჩევნო დაკვეთაა, რომელსაც საპატრიარქო ასრულებს - ცაავა გარეჯის საქმეზე

გამოქვეყნდა:

"ოცნების" ხელისუფლებას რუსული ინტერესების გატარებაში ადანაშაულებს მეუფე პეტრე ცაავა. საქართველოს საპატრიარქოს კი მის თანამზრახველობაში სდებს ბრალს. მეუფის თქმით, "ქართული ოცნება" საპატრიარქოსთან ერთად, მთავარ ოპოზიციურ პარტიას "ნაციონალურ მოძრაობას" ყველა გზით ებრძვის, ახლა კი ერთობლივად სპეკულირება დავითგარეჯის თემით დაიწყეს, ეს კი რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს.

ასეთ ადამიანს, როდესაც ასეთ ტკივილს აყენებენ, ეს არის მკვლელობა მათი მხრიდან. ეკლესია და საპატრიარქო ჩადის მკვლელობას. წინასაარჩევნო ბინძური დაკვეთაა და მოთხოვნა, როგორც ხელისუფლების მხრიდან, რომელმაც შეუსრულა ციანიდის საქმე საპატრიარქოს, ახლა ხელისუფლება სთხოვს საპატრიარქოს შეასრულოს მათი დაკვეთა. რუსეთის ინტერესებშია, რომ პრორუსული ძალები დარჩნენ ხელისუფლებაში, - ამბობს პეტრე ცაავა.

მეუფე პეტრე მიიჩნევს, რომ საპატრიარქოს პოზიცია, ივერი მელაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით, "ოცნების" განცხადებებთან  სრულ თანხვედრაშია, რაც  კატეგორიულად მიუღებელია. მეუფე ფიქრობს, რომ ეს ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორ - აზერბაიჯანთან ურთიერთობისას მძიმე შედეგის მომტანი იქნება.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანთან, საზღვრის დადგენის კომისიის წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს. სასამართლომ მათ 8 ოქტომბერს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 

არცერთი დაკავებული წარდგენილ ბრალს არ აღიარებს. ივერი მელაშვილს სასამართლო პროცესზე ემოციური გამოსვლა ჰქონდა, სადაც კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ უდანაშაულოა და ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ არასდროს უმუშავია.

პროკურატურა მათ სადემარკაციო კომისიაში მუშაობისას, საქართველოს ტერიტორიული ინტერესების საწინააღმდეგო რუკებით მუშაობაში ადანაშაულებს.

საგამოძიებო უწყების მტკიცებით, "ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც, როგორც აღინიშნა, არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავითგარეჯთან მიმართებაში."

დაკავებულების წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს რაც 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი