იურისტ ალექსანდრე კობაიძის დედა, რომელიც მე-18 პენიტენციურ დაწესებულებაში მუშაობდა, სამსახურიდან გაურკვეველი მიზეზის გამო გაათავისუფლეს. ადვოკატი კობაიძე გათავისუფლების ფაქტს, მის ბოლოდროინდელ საქმიანობასა და თეა წულუკიანის მიმართ მწვავე კრიტიკას უკავშირებს. იურისტი დარწმუნებულია, რომ მისი ოჯახის წევრი, მე-18 პენიტენციური დაწესებულების  უფროსმა,  სამსახურიდან სწორედ მისი საქმიანობის გამო გაათავისუფლა.

ამ ბოლო პერიდში უფრო სისტემატიურად ვამხილე თეა წულუკიანი და მისი ჯალათები. ამან გამოიწვია ის, რომ დედაჩემი პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს, რა თქმა უნდა, ეს ყოველივე არის პასუხი ჩემს პოლიტიკურ საქმიანობაზე. ასე მოქმედებს ნებისმიერი დიქტატორული სახელმწიფო, - ამბობს ალექსანდრე კობაიძე.

კობაიძის ამ ბრალდებებს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა საგანგებო განცხადებით უპასუხა და სიცრუე უწოდა. ალექსანდრე კობაიძე, ფაქტზე რეაგირებისთვის, სახალხო დამცველს მიმართავს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი