
ინდოეთში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 7 მილიონს გადააჭარბა. მონაცემები კვირას ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა.
მათი თქმით, გასულ 24 საათში ქვეყანაში ვირუსის 74 383 ახალი შემთხვევა დადასტურდა, საერთო რაოდენობა კი 7 053 806 გახდა. ქვეყანაში ვირუსით დამატებით 918 პირი გარდაიცვალა, დაღუპულთა საერთო რაოდენობამ კი 108 334 შეადგინა.
ინდოეთი დადასტურებული შემთხვევების რაოდენობით მსოფლიო ქვეყნებიდან მხოლოდ ამერიკას ჩამორჩება.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 37 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა, თითქმის, 28 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1 მილიონზე მეტი.