დღეს, 11 ოქტომებერს, სასულიერო პირებმა და მღვდელმთავრებმა კარტოგრაფების მიმართ მამა კირიონის ბრალდებებზე ისაუბრეს. მღვდელმთავრებს შორის აზრთასხვადასხვაობაა, მაგალითად, ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა თქვა, რომ არანაირი კითხვისნიშნები არ აქვს საქმესთან დაკავშირებით. ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა კი აღნიშნა, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები არასაკმარისია.
არ ვიცი მამა კირიონს რა მოტივები აქვს, რა საფუძვლები აქვს, მე ყუარდღებით ვუსმინე და გულწრფელი კაცის შთაბეჭდიელბა დატოვა, მაგრამ მისი ეს საუბარი და ამბავი, რასაც ყვება ეს არის უფრო ემოციური მხარე. თუ ადამიანები მხოლოდ ამ ბრალდებით უნდა იქნენ პასუხისგებაში მიცემულნი, და სხვა მტკიცებულებები არ არსებობს, მე ძალიან გული დამწყდება, - თქვა მეუფე გრიგოლმა.
მისი თქმით, კითხვებს აჩენს ის ფაქტი, რომ თუ ეს რუკა ამდენი ხნის მანძილზე ცნობილი იყო, რატომ გამოიკვეთა საქმე ახლა.
შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანთან, საზღვრის დადგენის კომისიის წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს. სასამართლომ მათ 8 ოქტომბერს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
არცერთი დაკავებული წარდგენილ ბრალს არ აღიარებს. ივერი მელაშვილს სასამართლო პროცესზე ემოციური გამოსვლა ჰქონდა, სადაც კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ უდანაშაულოა და ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ არასდროს უმუშავია.
პროკურატურა მათ სადემარკაციო კომისიაში მუშაობისას, საქართველოს ტერიტორიული ინტერესების საწინააღმდეგო რუკებით მუშაობაში ადანაშაულებს.
საგამოძიებო უწყების მტკიცებით, "ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილია, საზღვრის ხაზებით, რაც ,როგორც აღინიშნა, არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავითგარეჯთან მიმართებაში."
დაკავებულების წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს რაც 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.