ნაცემი ოპოზიციონერის შეცვლილი ჩვენება - დაკითხვის შემდეგ სკანდიროვი ამბობს, რომ "ოცნების" და ივანიშვილის მხარდამჭერია

გამოქვეყნდა:

"ევროპული საქართველოს" წევრი, რომელსაც გასულ ღამეს თავს დაესხნენ, პოლიციიდან გამოსვლის შემდეგ ამტკიცებს, რომ "ქართული ოცნებისა" და ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერია და მის ცემასთან მმართველი გუნდის წარმომადგენლებს არაფერი აკავშირებთ.

პოლიციაში დაკითხვაზე შესვლამდე კი ოქთაი სკანდაროვი საპირისპიროს ამტკიცებდა და ამბობდა რომ პლაკატების გაკვრის დროს თავს ქართული ოცნების წევრი დაესხა. 

რამდენიმე საათიანი გამოკითხვის შემდეგ კი გაირკვა, რომ მან სამართალდამცველებს მან მომხდარის განსხვავებული ვერსია უამბო და თავდასხმის ფაქტი უარყო. 

პოლიციის განყოფილებასთან გვიან ღამით "ევროპული საქართველოს" შტაბის ხელმძღვანელიც მივიდა, რომელიც ამტკიცებდა, რომ მათ აქტივისტს ჩვენება სუს-ის ზეწოლით შეაცვლევინეს.

სკანდიროვზე თავდასხმის შესახებ ინფორმაცია გასულ ღამეს გავრცელდა. მას სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანებები აქვს მიყენებული. შემთხვევა გარდაბანში, სოფელ ყარაჯალარში მოხდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი