მამუკა მდინარაძემ ოპოზიცია კორონავირუსის გავრცელების ხელშეწყობაში დაადანაშაულა. უმრავლესობის ლიდერი ამირან გამყრელიძის იმ რეკომენდაციას გამოეხმაურა, სადაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი წინასაარჩევნო კამპანიისას, პოლიტიკურ პარტიებს წესების დაცვისკენ მოუწოდებს. მდინარაძე ამბობს, რომ ზოგჯერ წესებს "ქართული ოცნების" წარმომადგენლებიც არღვევენ, თუმცა ეს არაფერია იმასთან შედარებით, რასაც ოპოზიცია აკეთებს

ობიექტურობისთვის, უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი გუნდის ზოგიერთი წარმომადგენელიც რიგ შემთხვევებში არასათანადოდ იცავს ხოლმე დადგენილ ნორმებს, თუმცა მასშტაბი აბსოლუტურად განსხვავებულია ზოგიერთ ოპოზიციურ პარტიასთან შედარებით, როდესაც მათი ნაწილი საერთოდ უგულვებელყოფს რეგულაციებს და პრაქტიკულად ხელს უწყობს ვირუსის გავრცელებას - ამბობს მდინარაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე პოლიტიკოსებს მოუწოდებს, წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში შეხვედრები ღია სივრცეში პირბადის გამოყენებით გამართონ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი