რა საფრთხეს შეიცავს და რატომ არ ვარგა რუკა, რომელზეც გარეჯის საქმეზე გამოძიება აპელირებს

გამოქვეყნდა:

1937 წელს დაბეჭდილი რუკა, რომლის არგამოყენებას პროკურატურა ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას ედავება, 1:200 000იანი მაშტაბისაა. დოკუმენტი შედგენილია ენ-კა-ვე-დეს დაკვეთით, 1932-33 წლებში. ამ  რუკის მიხედვით, უდაბნოც და ჩიჩხიტურიც საქართველოს ტერიტორიას მიეკუთვნება, თუმცა სამხარაულის ბიუროში ექსპერტიზისთვის წარდგენილ დოკუმენტზე სხვადასხვა ფერის ფანქრებით დატანილია ხელით მონიშნული მიჯნები, რომლებიც, სავარაუდოდ, საბჭოთა კავშირის პერიოდშია ჩასწორებული. ხარვეზების გამო, სადემარკაციო კომისიამ ის მხედველობაში არ მიიღო,  თუმცა სამხაურლმა დაასკვნა, რომ მისი გამოყენება შეიძლებოდა.

ექსპერტთა ჯგუფის წევრი ზურაბ ლაოშვილი საკითხს სრულიად სხვაგვარად უყურებს და მიაჩნია, რომ წარმოდგენილ მასალას ძნელად თუ ეთქმოდა რუკა. 

რუკა, რომელსაც კარტოგრაფების საქმე ეფუძნება, რუსული არქივებიდან მოდის. რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენის, დავით ხიდაშელის მტკიცებით, მას დოკუმენტის მოძიება იგორ გიორგაძის პარტნიორმა, ბეჟან მაისურაძემ სთხოვა და ბიზნესმენმაც წარმატებით მოიძია. გეოგრაფი, ზურაბ დავითაშვილი გვიხსნის, რომ 1:200 000-იანი მასშტაბის ტოპოგრაფიულ რუკებს კომუნისტების დროს საგანგებო გრიფი ედებოდა და მსგავსი დოკუმენტები კარტოგრაფიით გატაცებული ბიზნესმენებისთვის იოლად ხელმისაწვდომი არ უნდა ყოფილიყო. 

ბიზნესმენმა ხიდაშელმა კი 1937 წლით დათარიღებული რუკა რუსეთის სახელმწიფო უწყებაში -  გეოდეზიისა და კარტოგრაფიის ფედერალურ ცენტრში იპოვა. რუკის ექსპერტიზა ხიდაშელმა სააქციო საზოგადოება "ოპედეეს" დაავალა, რომლის დამფუნძლებებიც სხვადასხვა სახელმწიფო უწყებები არიან.  რა დათმო საქართველომ მეზობელთან  მოლაპარაკებისას, ამის განსაზღვრაც, ასევე, მტრულად განწყობილი სახლემწიფოს საჯარო უწყებას, "ურალ გეო ინფრომს" დაევალა. 

რუსული ნაღმი კი უკვე საქართველოს ხელისუფლებამ მოიყვანა საბრძოლო მოქმედებაში და მეზობელ სტარეტეგიულ პარტნიორს, პრაქტიკულად  მეორე, ცივი ფრონტი გაუხსნა. 

სარედაქციო ჩასწორება: ეთერში სიუჟეტის გასვლის შემდეგ, "მთავარს" დაუკავშირდა ზურაბ ლაოშვილი, რომელმაც თქვა, რომ მას არც ერთი კოლეგა კომისიის წევრისგან განსხვავებული აზრი არ აქვს.  
"მე არ მიპასუხია 200 000 მასშტაბთნ დაკავშრებით. ვიმეორებ, რომ რუკა არ შეიძლება ვუწოდოთ იმ ამონახაზს, რომელიც საექსპერტოდ იყო წარმოდგენილი. 200 000 არაფერი კომენტარი არ გამიკეთებია გარდა იმისა, რომ ვთქვი: მისი წარმომავლობა არ ვიცოდით. ეს არ შედიოდა ექსპერტიზის კომპეტენციაში." - გვითხრა ლაოშვილმა საინფორმაციოში გასული სიუჟეტის შემდეგ. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი