ბძროლის უკანონო მეთოდები - მოძალადეები ათენში სააკაშვილის მხარდამჭერებს გაუსწორდნენ

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნება" ოპოზიციის ლიდერის წინააღმდეგ უკანონო მეთოდებით ბრძოლას საზღვარგარეთაც არ ერიდება -  მესამე პრეზიდენტზე ე.წ. "კანონიერი ქურდის", ლაშა შუშანაშვილის მიერ წახალისებული თავდასხმა ჩაიშალა, თუმცა, კრიმინალებმა რიგით მხარდამჭერებზე იძიეს შური.

ათენში მიხეილ სააკაშვილთან ემიგრანტების შევედრის პარალელურად, მოძალადეები სასტიკად გაუსწორდნენ ვალერიან აფხაზავას, რომელმაც საკუთარ ვიდეომიმართვაში ბიძინა ივანიშვილის მმართველობა გააპროტესტა. 

ვალერიან აფხაზავა ამ დროისთვის კლინიკაშია გადაყვანილი. სახეზე მძიმე დაზიანებების გამო ქირურგიული ჩარევაც დასჭირდა. მისი მდგომარეობით მიხეილ სააკაშვილი დაინტერესდა, რომელიც გუშინ ათენში პროვოკაციის მოწყობის მოლოდინის მიუხედავად, მხარდამჭერებს შეხვდა.

ათენში რომ პროვოკაცია მოსალოდნელი იყო, ამას მიხეილ სააკაშვილი ჯერ კიდევ მხარდამჭერებთან შეხვედრამდე აანონსებდა. გარდა ამისა, როგორც ცნობილი გახდა, ე.წ. კანონიერმა ქურდმა ლაშა შუშანაშვილმა, რომელიც დიდი ხანია, ათენში ცხოვრობს, 200-დე პროვოკატორი შეკრიბა და "კანონიერ ქურდად" კურთხევას დაპირდა ყველას, ვინც სააკაშვილს ათენში დაარტყამდა. 

ერთ-ერთი პირი, რომელმაც ათენში შეხვედრის ჩაშლა სცადა, ირაკლი ვათიაშვილია. მან ქსნის სასჯელაღსრულების დაწესებულება ორი თვის წინ დატოვა და მას შემდეგ ევროპაში იმყოფება. "კანონიერი ქურდის" შვილიშვილი თავადაც "ქურდობას" აპირებს, სწორედ ამ მიზნით მივიდა ემიგრანტებთან შეხვედრაზე. 

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მის მხარდამჭერებზე თავდასხმის შემდეგ აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილს და მის გუნდს ძალადობის გარდა, აღარაფერი დარჩენია.

"ქართული ოცნების" ხელწერა რომ უკვე ძალადობაა, ამაზე საუბრობენ ოპოზიციაშიც. "ნაციონალურ მოძრაობაში" არ გამორიცხავენ, რომ თავდასხმების შემთხვევები გახშირდეს, რადგან მიაჩნიათ, რომ "ქართული ოცნება" ძალაუფლებას ამ გზით ებღაუჭება.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილსა და ემიგრანტებს შორის შეხვედრა ათენში 11 ოქტომბერს შედგა, სადაც ათასობით ქართველი სწორედ საქართველოს მესამე პრეზიდენტს უცხადებდა მხარდაჭერას.

ავტორი: ნინო ღვედაშვილი, ოთარ ჯაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი