საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დავით გარეჯის საკითხზე სპეციალური განცხადება გაავრცელა. მისი აზრით, ბოლო პერიოდში საკითხის გარშემო შექმნილი აჟიოტაჟი "აშკარად არის კიდევ ერთხელ მიმართული პრეზიდენტის ინსტიტუტის დასუსტებისკენ". 

პრეზიდენტი წერს, რომ ბოლო ინტერვიუში ამ საკითხზე ამომწურავად ისაუბრა და მზადაა, რომ პროკურატურას ინფორმაცია სრულად მიაწოდოს.

ამის მიუხედავად, და იმიტომ რომ, პატივს ვცემ სახელმწიფო ინსტიტუტებს, საჭიროდ მიმაჩნია, კიდევ ერთხელ, საჯაროდ გაგიზიაროთ ჩემს ხელთ არსებული სრული ინფორმაცია. ასევე, ეს ინფორმაცია შემიძლია ნებისმიერ დროს პირადად მივაწოდო პროკურორს, - წერს პრეზიდენტი.

პრეზიდენტმა განცხადებაში განმარტა ის ინფორმაცია და პროცესები, რაც საზღვრის დადგენის პერიოდში მისი საგარეო საქმეთა მინისტრობის პერიოდში მიმდინარეობდა. მან თქვა, რომ მინისტრობის შემდეგ არ ჰქონია ინფორმაცია, როგორ გაგრძელდა კომისიის მუშაობა ან მოლაპარაკებები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი