"მსოფლიო ძეგლთა ფონდი" ყარაბაღში ყაზანჩეცოცის ტაძრის დაზიანების გამო მწუხარებას გამოთქვამს

გამოქვეყნდა:

"მსოფლიო ძეგლთა ფონდი" მწუხარებას გამოთქვამს იმის გამო, რომ მთიანი ყარაბაღის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარი, რომელიც "ყაზანჩეცოცის" სახელითაა ცნობილი, მიმდინარე კონფლიქტის დროს საკმაოდ დაზიანდა. მე -19 საუკუნეში აშენებული ტაძარი 1990-იან წლებში აღადგინეს და ომის შემდეგ ის რეგიონის აღორძინების სიმბოლოდ იქცა.

"მსოფლიო ძეგლთა ფონდი" აღნიშნავს, რომ კულტურული მემკვიდრეობის განზრახ განადგურება მიუღებელია.

მთელ მსოფლიოში ჩვენი მუშაობის შედეგად, დავინახეთ, თუ როგორ ზიანს აყენებს კულტურული მემკვიდრეობის განადგურება როგორც ადგილობრივ, ასევე, გლობალურ საკითხებს, სამუდამოდ აფერხებს ჩვენს კავშირს წარსულთან და აზიანებს ადამიანებს. ამიტომ, ჩვენ ყველა მხარეს ვთხოვთ, თავი შეიკავონ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ხელყოფისგან. მსოფლიო ძეგლთა ფონდი საზოგადოების წევრებთან ერთად, ჩვენი საერთო ისტორიის დაცვას ემსახურება, - ვკითხულობთ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 8 ოქტომბერს აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა ყარაბაღის ქალაქ შუშაში მე-19 საუკუნის ტაძარზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. რაკეტა ტაძრის გუმბათს მოხვდა. ტაძარი შიგნითაც ძლიერ დაზიანდა.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი