ირაკლი ბებუას მიმართ მძიმე კომენტარები კეთდება, მის სასტიკად დასჯას ითხოვენ - EMC-ის საგანგებო განცხადება

გამოქვეყნდა:

EMC ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებული ირაკლი ბებუას გასათავისუფლებლად მთავრობასა და საერთაშორისო ორგანიზაციებს ყველა ბერკეტის გამოყენებას სთხოვს. 

არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ბებუას საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანა უმოკლეს ვადაში უნდა მოხდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა, ისიც საოკუპაციო რეჟიმის არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდეს.

ირაკლი ბებუას უკანონო დაკავება განსაკუთრებით ყურადსაღებია საქმის პოლიტიკური კონტექსტის და სენსიტიურობის გამო. სოციალურ ქსელებში დაკავებულ ირაკლი ბებუას მიმართ მძიმე კომენტარები კეთდება, ნაწილი მისი სასტიკი დასჯის მოთხოვნას აყენებს - წერია ორგანიზაციის საგანგებო განცხადებაში

ირაკლი ბებუა 30 სექტემბერს ოკუპირებულ გალში,  ე.წ აფხაზური დროშის დაწვის გამო დააკავეს, მას 30 დღიანი  პატიმრობა აქვს შეფარდებული.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი