შესაძლოა განსასჯელის სკამიდან, სასჯელაღსრულების სისტემაში გადაინაცვლონ - ვოლსკის "წინასწარმეტყველება"

გამოქვეყნდა:

ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებულების ადვოკატების, ასევე პოლიტიკოსების განცხადებები, სადაც ისინი ბრალდების აბსურდულობაზე მიუთითებენ გია ვოლსკისთვის ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო განცხადებებია.

მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება ჯერ მხოლოდ ახლა დაიწყო და ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას წინასწარი პატიმრობა აქვთ მისჯილი - ვოლსკი მათ "სასჯელაღსრულების სისტემაში გადანაცვლებას" უწინასწარმეტყველებს

 “სამწუხაროა, ასეთ დარღვევაში კონკრეტული ადამიანები მონაწილეობდნენ, რომელთაც განსასჯელის სკამიდან, შესაძლოა სასჯელაღსრულების სისტემაში გადაინაცვლონ“ - ამბობს ვოლსკი.

მისივე თქმით, პორიკურატურას არ აქვს უყფლება მნიშვნელოვანი საკითხების გამოძიება პოლიტიკრუი მოსაზრებებით გადადოს:

პირველად ვნახე, ადვოკატები და პოლიტიკოსები, რომლებიც ასე გააფთრებით იბრძვიან, მიტინგებს აწყობენ იმის თაობაზე, რომ ტერიტორია ეკუთვნის აზერბაიჯანს და არა საქართველოს. ეს არის გასაოცარი და ასეთი გააფთრება გამოწვეულია იმისგან, რასაც წინასაარჩევნო პერიოდი ჰქვია. სახელმწიფო საკუთარ თავსა და ინტერესებს უნდა იცავდეს და არა კონკრეტული ადამიანის ან პოლიტიკური ჯგუფის ინტერესს. ეს არის აქსიომა“ - ამბობს ვოლსკი.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანთან, საზღვრის დადგენის კომისიის წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს.

პროკურატურა მათ სადემარკაციო კომისიაში მუშაობისას, საქართველოს ტერიტორიული ინტერესების საწინააღმდეგო რუკებით მუშაობაში ადანაშაულებს.

დაკავებულების წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს რად 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 

8 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ორივე მათგანს აღკვეთის სახითმ, ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი