კრიშტიანუ რონალდუს კორონავირუსი დაუდასტურდა

გამოქვეყნდა:

პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციამ (FPF) გამოაცხადა, რომ პორტუგალიის და "იუვენტუსის" ფორვარდმა კრიშტიანუ რონალდომ კორონავირუსზე ტესტირების შედეგად დადებითი პასუხი აჩვენა. პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი პორტუგალიის ნაკრებთან ერთად სანაკრებო მატჩებისთვის ემზადებოდა, როდესაც ვირუსი დაუდასტურდა

35 წლის ფეხბურთელს არანაირი სიმპტომი არ აღენიშნება და ის იზოლაციის პერიოდს სახლში გადის.

ოთხშაბათს, პორტუგალია ერთა ლიგის ჯგუფურ შეხვედრაში შვედეთს დაუპირისპირდება.

პორტუგალიის ნაკრების დანარჩენმა წევრებმა კორონავირუსზე უარყოფითი პასუხი აჩვენეს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი