პრემიერმინისტრობის 3-წლიანი ვადა ყოფილი პოლიტიკოსისთვის დღეს შესაძლოა საბედისწერო აღმოჩნდეს, ზურაბ ნოღაიდელი "ქართული ოცნების" მთავრობამ საგამოძიებო უწყებაში დაიბარა. სახელმწიფო ბრალდებისთვის ყოფილი პრემიერი შესაძლოა ის მთავარი რგოლი აღმოჩნდეს, რომელმაც დავით გარეჯის თემას მნიშვნელოვანი დეტალები შემატოს. ვის ადებს ხელს ნოღაიდელი და რა კითხვები ჰქონდა შოთაძის უწყებას - ამ კითხვებს ყოფილი პრემიერი არ პასუხობს.

ზურაბ ნოღაიდელმა სატელეფონო საუბრისას "მთავარ არხს" უთხრა რომ გარეჯის საკითხზე ჯერ საუბარი არ სურს.

გენერალურ პროკურატურაში ზურაბ ნოღაიდელი საიდუმლოდ 2 დღის წინ გამოკითხეს. ყოფილი პრემიერმინისტრის ჩვენება ერთ-ერთი მტკიცებულებაა რომლიტაც დავით გარეჯის საქმეზე 2 კარტოგრაფი დააკავეს. რას ყვება ნოღაიდელი საჯაროდ ჯერ ცნობილი არ არის, ბრალდებულების ადვოკატებს საქმის მასალების მეორე ნაწილი დღეს გადასცეს. ნოღაიდელის გამოკითხვით პროკურატურა სავარაუდოდ მაღალი თანამდებობის პირების ბრალეულობის დადასტურებას ცდილობს.

ორი ყოფილი პრემიერმინისტრის ფარული კავშირები 2012 წლიდან უფრო გამყარდა - კომპანია, რომელშიც ნოღაიდელი მუშაობს, ბიძინა ივანიშვილის მამიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის მფარველობის ქვეშაა. "ქართული ოცნების"  8-წლიანი მოღვაწეობა მმართველ გუნდთან მის "ჩრდილოვან სიახლოვეს" მუდმივად ამყარებდა.

საქართველოს ყოფილი პრემიერმინიტრი ზურაბ ნოღაიდელი დღეს საერთაშორისო კომპანია “ელ გრინში” მოღვაწეობს და სათავეში უდგას ისეთ პროექტს, რომელიც აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით თურქეთში ელექტროენერგიის მიწოდებას გულისხმობს. საკუთარი საქმიანობის შესახებ ზურაბ ნოღაიდელმა გადაცემა "ფორბს კვირაში" გიორგი ისაკაძესთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა.

მისი განმარტებით, კომპანია "ელგრინის" ქართველი დამფუძნებელი სულხან პაპაშვილია, დანარჩენები კი უცხოელი პარტნიორები არიან.

არ მგონია, რომ უცხოელი აქციონერების დასახელება დღევანდელი პოლიტიკური ან ეკონომიკური მდგომარეობისთვის, რამენაირად მნიშვნელოვანი იყოს,- აცხადებს ზურაბ ნოღაიდელი.

მან ინტერვიუში ცალსახად უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ კომპანია “ელგრინი” რამენაირად დაკავშირებულია ბიზნესმენ უჩა მამაცაშვილთან. ნოღადელის განმარტებით, ეს რომ ასე იყოს, დასამალიც არ იქნებოდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი