ევროკავშირის მინისტრები ნავალნის მოწამვლის გამო რუსეთის სანქცირებაზე შეთანხმდნენ

გამოქვეყნდა:

ევროკავშირის მინისტრები ალექსეი ნავალნის მოწამვლის გამო რუსეთის სანქცირებაზე შეთანხმდნენ. სანქციების წინადადება საფრანგეთმა და გერმანიამ უნდა განსაზღვრონ.

ლუქსემბურგში გამართულ შეხვედრას 27 მინისტრი ესწრებოდა. გასულ კვირას საფრანგეთისა და გერმანიის მიერ წარმოდგენილი წინადადების მიხედვით, ალექსეი ნავალნის ნოვიჩოკით მოწამვლაზე პასუხისმგებელი მოსკოვია. მათი თქმით, ოპოზიციონერის მოწამვლა მხოლოდ რუსეთის ხელისუფლების სახელს შეიძლება უკავშირდებოდეს. 

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰეიკო მაასმა, შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ნავალნის მოწამვლის ფაქტი "შედეგების გარეშე" არ დარჩება. 

საფრანგეთი და გერმანია გვთავაზობენ სანქციების დაწესებას გარკვეული ადამიანების მიმართ, რომლებმაც ამ საქმეში ჩვენი ყურადღება მიიპყრეს, - თქვა მაასმა.

ევროკავშირის დიპლომატებმა აღნიშნეს, რომ აქტივების გაყინვისა და რუსული სამხედრო დაზვერვის რამდენიმე ოფიციალური პირისთვის, მოგზაურობის აკრძალვის იდეას, მინისტრები მხარს უჭერენ.

შეგახსენებთ, რომ რუსი ოპოზიციონერი და პუტინის კრიტიკოსი, ალექსეი ნავალნი, საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში 20 აგვისტოს მოათავსეს. ნავალნის ოჯახის წევრები ამტკიცებენ, რომ ოპოზიციონერი პუტინის დაკვეთითაა მოწამლული. თავის მხრივ, კრემლი ამ ბრალდებას უარჰყოფს.

გერმანია აცხადებს, რომ ნავალნი სრულიად გამოჯანმრთელდა და მას ძალების აღსადგენად 1 თვე დასჭირდება. ამის შემდეგ პოლიტიკოსი გეგმავს, რომ რუსეთში დაბრუნდეს და საქმიანობა გააგრძელოს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი