"ევროპული საქართველოს" წევრის, გოკა გაბაშვილის თქმით, ხელისულებას ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა "მათთნაირი" ეგონა და ვერ გათვალეს, რომ ისინი მშიშარა ბიუროკრატები არ იყვნენ. ამ თემაზე მან გადაცემა "ღამის მთავარში" ისაუბრა.
ეს ადამიანები ვერ გათვალეს, ეს ადამიანები ეგონათ როგორც თვითონ მოიქცეოდნენ, ეს ადმიანები ეგონათ მშიშარა ბიუროკრატები, რომლებსაც დაიბარებენ პროკურატურაში, დაუქნევენ თითს, მოთხოვენ ჩვენებას და გატეხავენ. ამ ადამიანებს წლები აქვთ ამაზე ნამუშევარი, რასაც ეს ადამიანები ყვებიან არის მწყობრი, დამაჯერებელი, ლოგიკური, სახელმწიფოებრივი, პროფესიონალების მონაყოლი, - თქვა გოკა გაბაშვილმა.
მისი თქმით, რასაც მათ "ქართული ოცნება" აბრალებს, ეს საქმე უბრალოდ არ არსებობს.
შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანთან, საზღვრის დადგენის კომისიის წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს.
პროკურატურა მათ სადემარკაციო კომისიაში მუშაობისას, საქართველოს ტერიტორიული ინტერესების საწინააღმდეგო რუკებით მუშაობაში ადანაშაულებს.
დაკავებულების წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს რად 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
8 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ორივე მათგანს აღკვეთის სახითმ, ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.