Apple-მა ახალი ტელეფონები - Iphone 12 Pro და Iphone 12 Pro Max - წარადგინა. სმარტფონებს 5G მხარდაჭერა, განახლებული დიზაინი და, წინა მოდელებთან შედარებით, დიდი ეკრანი აქვს.
Iphone 12 Pro-ს ფასი $999-ით, Iphone 12 Pro Max-ის ფასი კი $1 099-ით განისაზღვრა.
ამასთან, გამოვიდა ახალი მოდელებიც - Iphone 12 mini და Iphone 12, რომელთა ღირებულებებია $699 და $799.
როგორც კომპანიის წარმომადგენლები აღნიშნავენ, ახალ მოდელებს ფართო კამერა, უკეთესი ოპტიკური ზუმის ფუნქცია და 27%-ით გაუმჯობესებული ლინზები აქვს. ამასთან, სმარტფონები მტვერგამძლეობით და ეკრანის მაღალი მდგრადობით გამოირჩევა - დავარდნისგან დაზიანების მიღების რისკი 4-ჯერაა შემცირებული.
ტელეფონებს 4k ვიდეო გადაღების ფუნქცია აქვთ, გარდა ამისა, ახალი მოდელები თანამედროვე, განსკაუთრები მძლავრი, A14 6-ბირთვიანი პროცესორებითაა აღჭურვილი.
ცნობილია სმარტფონების მაღაზიებში განთავსების თარიღიც:
სმარტფონები 4 ფერში იქნება წარმოდგენილი: ვერცხლისფერი, შავი, ოქროსფერი და ლურჯი.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ ეკოლოგიური მიზნით, ახალი Iphone ელექტრომაგნიტებისთვის, კამერისა და ლინზებისთვის 100%-ით გადამუშავებულ ელემენტებს იყენებს.